გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი კონსერვატორიაში გაიმართება

28 მაისს, ეროვნული სასახლის მხარდაჭერით გაიმართება კონცერტი , რომელსაც ცნობილი იტალიელი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი თაო-ს (თბილისის გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი ) უდირიჟორებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტზე შესრულდება: ლუდვიგ-ვან ბეთჰოვენი სიმფონია N5 დო-მინორი, თხზ. 67 ედვარდ გრიგი საფორტეპიანო კონცერტი ლა-მინორი, თხზ. პიანისტი -დავით ალადაშვილი დასაწყისი 19:00, კონსერვატორიის დიდ დარბაზი კლაუდიო ვანდელი არის Würth Philharmoniker-ის მთავარი დირიჟორი და წინანდლის ფესტივალის პან-კავკასიური ორკესტრის ხელმძღვანელი. მას სხვადასხვა დროს Verbier Festival-ის ფარგლებში დაფუძნებული აქვს სამი საერთაშორისო ორკესტრი. იგი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ვარსკვლავებთან: ხატია ბუნიათიშვილი, ანნა ნეტრებკო, ერვინ შროტი, ვადიმ რეპინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები