კულტურის სამინისტრომ, კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 170 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კონკურსში განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ მიმართულებებზე: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 40 პროექტი, რომელიც განხორციელდა 57 ლოკაციაზე და პროექტებში ჩართული იყო 418 მონაწილე. ამასთან, მოცემული კონკურსი მიმდინარე წლის მარტშიც იყო გამოცხადებული (კონკურსის პირველი ეტაპი). კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 450 000 ლარს და მის ფარგლებში განხორციელდა 18 პროექტი, რომლებმაც მოიცვა თბილისის, ქუთაისი, თელავი, გარეჯი და ღორჯომის ხეობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს (შემდგომში – კონკურსანტი). ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:
– რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ სხვა რომელიმე ქვეპროგრამა;
– რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და კულტურული ტურიზმის განვითარებას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 3 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 340 079 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 21 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები: https://cutt.ly/wHNdXgo

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები