„ვარლას მაისი“ – ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა გაიმართება
26 მაისს, 17:00 საათზე, გალერეა ,,წითელი კვადრატში” ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 20 ივნისამდე გაგრძელდება.
„უყურებ მის ნამუშევრებს და გრძნობ მათ დიდებულებას. გრძნობ, რომ ნოსტალგიას ფუნჯით უმკლავდება, უხვი ფერით იშუშებს იარას.
ფელიქს ვარლამიშვილი – ეს საქართველოა, უცხო მიწაზე.
მხატვრის მიერ ზუსტად მიგნებული ფორმა, ფიგურა და ფერი სავსეა მის არსებაში დაგროვილი ემოციებით.
თითოეულ ნამუშევარს სითბოთი და სიყვარულით მოსავს,
უყურებ და გრძნობ მათ პულსაციას.
ვარლამიშვილი თავისებურად ხედავს და შეიგრძნობს სამყაროს. უსულო ტილოს სიცოცხლეს და მომავალს ჩუქნის, ჩვენ კი გვეხმარება არ დავივიწყოთ რა მშვენიერია ცხოვრება“.