„იალონის“ 50 ქართული სიმღერა – აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება
29 მაისს, 16:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ანსამბლ ,,იალონის” ისტორიული გამოცემის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 50 ქართული სიმღერის აუდიოალბომის გამოცემა ტრადიციულ ქალთა ანსამბლების ისტორიაში პირველი პრეცედენტია.
„იალონი” მეცამეტე წელია ეწევა ქართული ტრადიციული და ქალაქური მუსიკის პოპულარიზაციას და ეს
რიგით მეშვიდე კომპაქტდისკია.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ : მიშო ჯავახიშვილი,ვასილ კორნიენკო და თინა ნარგილე მეჰთიევა