პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფასთან და იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის, ასევე მათი თანამდებობაზე დანიშვნასა და მათ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები