შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: ნელ-ნელა ყველა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს

“კარგია, ბოლო პერიოდში რომ აღარ საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნელ-ნელა ყველა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს.

„კარგია, ბოლო პერიოდში რომ აღარ საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს. როდესაც ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრს, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ აცემინებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს. მგონი, ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, სასჯელის მოხდის პირობებს და, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხით, როგორც კი დასჭირდა სააკაშვილს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, იცით, რომ პენიტენციური სისტემა მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ამ სამედიცინო დახმარებას უწევდა ხან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, ხან თავად სასჯელაღსრულების სისტემაში შემავალ დაწესებულებაში, შემდეგ იყო სამოქალაქო კლინიკაში – გორში, ახლა მეორე სამოქალაქო კლინიკა თბილისში. ასე რომ, ყველა სამედიცინო მომსახურება მას გაეწევა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები