„როკი ლურჯ-ყვითელ ფერებში“ – მუსიკალური საღამო გაიმართება

25 მაისს, 20:00 საათზე,  კაფე „მზიურში“  მუსიკალური საღამო –  „როკი ლურჯ-ყვითელ ფერებში“ გაიმართება.
„ვისაუბრებთ როკმუსიკის როლზე, უკრაინის მხარდასაჭერად აჩიკო ბენაშვილან ერთად.
უკვე სამი თვეა, რაც უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება.
ომს ეხმაურებიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მნიშვნელობა ენიჭება როკმუსიკის სამყაროს დამოკიდებულებას მიმდინარე ომთან, რადგან როკი ოდითგანვე მშვიდობისმოყვარე და ანტისაომარ სფეროდაა მიჩნეული.
სწორედ ამ თემებზე შევიკრიბებით მუსიკალურად გაფორმებულ საღამოზე, რომელსაც აჩიკო ბენაშვილი გაუძღვება.“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები