ბაიდენი: რუსეთმა უკრაინაში ბარბაროსობისთვის გრძელვადიანი ფასი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ბარბაროსობისთვის, სანქციების სახით, გრძელვადიანი ფასი უნდა გადაიხადოს.

ამის შესახებ მან ტოკიოში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინმა უკრაინაში ბარბაროსობისთვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს, არის ის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის დაახლოების შემთხვევაში “სანქციები ძირითადად არ შენარჩუნდება, რა სიგნალს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანის ძალისმიერი დაპყრობის მცდელობის ფასის შესახებ?”

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვის არის მზად.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაივანის ხელში ჩაგდების ჩინეთის მცდელობას არ ელოდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები