ირაკლი ქადაგიშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე: თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება, ცვლილებები ვერ განხორციელდება
თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრაშია და ხელისუფლებას ცვლილებების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნიათ.
“შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოხდა უკვე, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” არ შემოუერთდა ამ დოკუმენტს და ჩვენც დავტოვეთ შემდეგ ეს შეთანხმება. საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას, თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება, ცვლილებები ვერ განხორციელდება.
დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია და არანაირი ზედმეტი ვალდებულება ამ კუთხით არ გაგვაჩნია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.