რა გააქვს საქართველოს ექსპორტზე – ტოპ-10 საქონელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132.0 მლნ. აშშ დოლარით (8.3 პროცენტი).

შემდეგ მოდის აზოტოვანი სასუქები 128.3 მლნ. აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები 60.3 მლნ. აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი
წყლები 38.3 მლნ. აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 34.5 მლნ. აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები 29 მლნ. აშშ დოლარით; ტრიკოტაჟის ნაწარმი 28.2 მლნ. აშშ დოლარით და თხილი და სხვა კაკალი 28 მლნ. აშშ დოლარით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები