აშშ-ის საელჩო: საქართველოს სანაპირო დაცვისთვის სამეთვალყურეო სისტემის განახლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის სამეთვალყურეო სისტემის განახლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.
მათივე ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალები თავდაცვის სფეროში გააგრძელებს განახლების პროექტს, რათა დაეხმაროს საქართველოს საზღვაო სამართალდაცვის, სამძებრო-სამაშველო, პორტის უსაფრთხოებისა და საზღვაო თავდაცვის საკითხებში.
”აშშ-ის ეს პირდაპირი დახმარება ასევე მოიცავდა სენსორულ აღჭურვილობასა და საკონტროლო სისტემას, რომელიც ბათუმში, ფოთსა და სუფსაში განთავსდა.
აღნიშნული პროექტი მხოლოდ ნაწილია ჩვენი მიმდინარე ძალისხმევის, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული წყლები,“ – წერს საელჩო.