ხობში ახალი პროექტის – „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში სამართლებრივი დახმარების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა და იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტის – „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტის „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა. სამეგრელო იქნება პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყება. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ დაინტერესებულ პირებს.

შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ოფისის (COE) დახმარებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები