რამაზ საყვარელიძე: სანქციებს რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება, ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” სურს
ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ბიზნესი აქვს რუსეთში. სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება, ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” სურს, – ასე პასუხობს პოლიტიკის ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას – ივანიშვილის სასამართლო დავების შესახებ საქართველოში გააქტიურდა საუბარი, რომ ეს არის მისთვის სანქციების დაწესების წინა პირობა. ეს საფრთხე რეალურია და ნიშნავს თუ არა, რომ მისთვის დაწესებული სანქციები საქართველოზეც აისახება?
ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთვის დარტყმის მიყენება რუსეთის ინტერესებშია. ოპოზიციაც ძალიან ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესშია და ეს ნუ გაგვიკვირდება. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც თავის დროზე რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა.
„აშკარაა, რომ ეს თემა ოპოზიციის მხარდაჭერით არის წამოწეული. ეს ოპოზიციისგან გასაკვირი არც არის, მაგრამ იმასაც დავაკვირდეთ, კიდევ ვის ინტერესშია ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოსთვის დარტყმის მიყენება რუსეთის ინტერესებშია. ოპოზიციაც ძალიან ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესშია და ეს ნუ გაგვიკვირდება. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც თავის დროზე რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა. ამიტომ, რეალურად შევხედოთ, რა ხდება. ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ბიზნესი აქვს რუსეთში. სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” სურს. რაც შეეხება დავას, ეს კერძო დავაა და წლებია, გრძელდება. თუ ეს დავა ადრე არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საფუძველს, ახლა რატომ იძლევა? ეს უკვე ღიმილის მომგვრელია, რადგან საყრდენი არ გააჩნია“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.