საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატო-ში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე – რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.