რას წერდა კინტოებზე იაკობ გოგებაშვილი

კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა, ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ.

vano_xojabegovi_mefis_jariskaci_da_kinto_omamde_da_omis_shemdeg

სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობასა და აფერისტობით ირჩენდა თავს. აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: „კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ მოკვდება, მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვს გვამში გამჯდარი, რომ ერთმანეთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.

a63398b

თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ, თუმცა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინეს, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც, ხელზე მოსამსახურეც.

ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: „კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს ატყუებენ.”

დავით ორბელიანი წერდა: „რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ.”

იაკობ გოგებაშვილი გაზეთ „კვალში“ წერდა: „ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან.“

რაც შეეხება კინტოების ტანსაცმელს – შავ სატინის შარვალს, ბრტყელ ქუდსა და წითელ ქამარს – ეს წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

gggggggggggggggggg

კინტოს აცვია ჩითის პერანგი წინწკლებიანი, მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი აქვს გვერდზე, მარცხენა მხარეს, საყელოზე ოთხი ღილაკი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის შემოხსნილი (გაღეღილი) აქვს. აცვია მოკლე, ნაოჭიანი, შავი ნაშურის ახალუხი; წვრილ ფეხებს უმოსავს წინდებში ჩატანებული უბეგანიერი, მონაოჭებული, შავი სატინის შარვალი, იმდენად განიერი, რომ მის ტოტებს ხშირად ფოთლებივით შრიალი გააქვთ. თავზე ქეჩის ბრტყელი ქუდი ახურავს, ან ,,კოზინოკიანი შლაპა”. ფეხზე უქუსლო ჩუსტები (მესტები), ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“. გულზე ძეწკვიანი საათი, წელზე აბრეშუმის წითელი სარტყელი ან ვერცხლის აბზინდიანი, ვიწრო ქამარი, ქამარში აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცი. ჩოხას სულ არ ხმარობენ. კინტო ნიშნავს კინწით თაბახით მზიდველს. თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა.

hqdefault

ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტაურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტაური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.

აი, როგორ აღწერს კარაპეტ გრიგორიანცი მე-19 საუკუნის თბილისში კინტოების ყოფას: „სიტყვა „კინტო“ მავნე პირსა ნიშნავს, მაგრამ ისინი მხოლოდ თავიანთის ოფლით სცხოვრობდნენ და ქეიფობდნენ. იცვამდნენ ძალიან სუფთად და კოხტათ. იმათი ლეკური თამაშობა ერთობ გასაოცარი იყო, ისინი ხშირად გაშლილ სუფრაზე ისე თამაშობდნენ, რომ არც ერთ რამეს ფეხს არ ახვედრებდნენ. მთვარიან ღამეში ისინი ხშირად მტკვრის პირზედ ლხინში ატენებდნენ და ერთობოდნენ. ისინი დიდრონ თაბახებით ქუჩა ქუჩა ათასგვარ სუფთა ხილს ატარებდნენ და მოქალაქების ოჯახებში აძლევდნენ.

ისე დახელოვნებულები იყვნენ, რომ ყველაფრის სეზონი იცოდნენ. ხშირად მდიდარ მოქალაქების სახლებში გაურიგებლივ ხილსა, ყველსა, თევზსა, და სხვა სანოვაგეს დასტოვებდნენ და ფულს შემდეგში ჩაიბარებდნენ.

ამბობენ, ერთხელ ბაზარში მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“.

მანამ მუშტის კრივები იმართებოდა კინტოები იქ პირველ ადგილს იჭერდნენ და როცა მოიშალა, მაშინ მუშტის კრივის ნაცვლად, ბაღებში ქეიფებს მიეჩვივნენ. ეს კინტოები ისეთი სიტყვა მოსწრებულნი იყვნენ, რომ ამათი საქციელი და სიტყვა-პასუხი მრავალჯერ ანეკდოტებათ დაიბეჭდა.

ამგვარი იშვიათი ამბები მრავალია კინტოების ცხოვრებაში, მაგრამ მე ყველაფერს შემოკლებითა ვწერავ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები