რუსეთთან ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, 10-დან 9 უკრაინელი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.
ამის შესახებ გაერო-ს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ, უკრაინის მთავრობის მონაცემით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, უკრაინაში უკვე განადგურებულია 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სახლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, სკოლები.
ასევე, ნათქვამია, რომ ომის შედეგად ქვეყანაში საწარმოების ნახევარი მთლიანად დაიხურა, მეორე ნახევარს სირთულეები აქვს.
„თუ ომი გახანგრძლივდა, მაშინ 10-დან 9 უკრაინელი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება და თითქმის ორი ათწლეულის განვითარება შეფერხდება”, – ნათქვამია მოხსენებაში.
აღსანიშნავია, რომ 13 მაისის გაერო-ში გაკეთდა პროგნოზი, რომ თუ პუტინი უკრაინის პორტებს არ განბლოკავს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება.