„ბევრი ტკივილი ნახა, მაგრამ მის ლექსს და სტრიქონს დაღლა არ დასტყობია“ – რაულ ჩილაჩავას დაბადების დღე

15 მაისს დაიბადა დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა. სოციალურ ქსელში მას დაბადების დღეს ულოცავს პოეტი ბათუ დანელია.
„დღეს ჩვენი რაულის და უკრაინის სახალხო პოეტის, აკადემიკოს რაულ ჩილაჩავას დაბადების დღეა! დაუთვლელია მისი წიგნები და ჯილდოები. მათ ჩამოთვლას საღამომდე ვერ მოვრჩებით. მან ქართულ-უკრაინულ ენებზე შესანიშნავად აამეტყველა უკრაინელი და ქართველი პოეტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი ნახა, მის ლექსს და სტრიქონს დაღლა არ დასტყობია. ვულოცავ ჩემს უფროს ძმას და ძვირფას მეგობარს დაბადების დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს“!
ბათუ დანელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები