საქართველოს ხელმძღვანელობა ნატოს სამიტზე, რომელიც მადრიდში ივნისის ბოლოს გაიმართება მიწვევას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
ჯოანას თქმით, ნატო მუდმივად მიესალმება ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა.
„როგორც აღვნიშნე, ნატო მუდმივად მიესალმება ერების უფლებას ევროპაში და მთელ მსოფლიოში, აირჩიონ საკუთარი გზა, ეს არავის ვეტოს დადების საგანი არ არის, ეს არის მხოლოდ ამ ქვეყნის და იმ ორგანიზაციის განხილვის საგანი, სადაც გაწევრიანება სურს. საქართველო წარმოადგენს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს ჩვენთვის, მათთან ვმუშაობთ წლების განმავლობაში და როგორც ვიცი, საქართველოს ხელმძღვანელობა მოწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე. ღია კარის პოლიტიკა რჩება მნიშვნელოვანი ნატო-სთვის და შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.