ირაკლი კობახიძე: ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას

ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალურად შეასუსტა საქართველოს სახელმწიფოებრიობა  ცხრა წლის განმავლობაში და ტერიტორიების 20 პროცენტი  რუსეთს ჩააბარეს.

“თქვენ ნახეთ, ორი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ლიდერი, საუბარია გვარამიაზე, თავს დაესხა ორ სხვადასხვა ელჩს, ამ შემთხვევაში, ეს იყო გერმანიის ელჩი, მანამდე სხვა ელჩზე ჰქონდა მას თავდასხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს ოპოზიცია, ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას. ეს არის მათი ბუნება, ხასიათი და მათი საქმეც ზუსტად ამას ეფუძნება. მათი საქმე იყო ის, რომ მაქსიმალურად შეასუსტეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ ცხრა წლის განმავლობაში, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთს. აღარ გავიმეორებ ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს ამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. ეს არის უბრალოდ ამის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები