დელიში, საოფისე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ადამიანები ფანჯრების ჩამტვრევის შედეგად, თოკების საშუალებით გამოიყვანა.

როგორც BBC-ი იტყობინება, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ინდური მედიის ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაჰპირდა, რომ ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2 580 დოლარი) გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები