პესკოვი: ”აზოვსტალის“ ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ იარაღის დაყრის შემთხვევაში მოხდება

”აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ მათ მიერ იარაღის დაყრის შემთხვევაში არის შესაძლებელი და ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის მიერ არის მიღებული, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”თქვენ იცით და ჩვენ გამოვდივართ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებიდან, რომელიც ეხებოდა ყველა მშვიდობიანი მოქალაქისთვის შესაძლებლობას დაეტოვებინათ ქარხანა ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება სამხედროებს, ითქვა, რომ მათ შეუძლიათ გასვლა, იარაღის დაყრის შემდეგ. ეს არის პრეზიდენტის სიტყვები, ეს არის მთავარსარდლის ბრძანება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები