ერდოღანი ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელიც ნატო-ს წევრია, არ შეუძლია, დადებითად შეაფასოს შვედეთისა და ფინეთის გეგმები ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

ამის შესახებ Daily Sabah-ი წერს.

“ამაზე დადებითი აზრი არ გვაქვს. სკანდინავიის ქვეყნები – ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასტუმრო სახლად იქცა”, – თქვა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია, ვეტოს დასადებად წევრის სტატუსი გამოიყენოს.

Daily Sabah-ი აღნიშნავს, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში თურქეთის ლიდერი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს გულისხმობს, რომლებმაც თავშესაფარი სკანდინავიის ქვეყნებში იპოვეს.

ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის ყოფილი მმართველები შეცდნენ, როდესაც 1952 წელს ნატო-ში საბერძნეთის გაწევრიანებას “მწვანე შუქი” აუნთეს.

„ჩვენ, თურქეთს არ გვინდა, ამ საკითხში მეორე შეცდომა დავუშვათ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები