“რუსეთი უკრაინას კონტრიბუციას გადაუხდის” – ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას სჯერა, რომ რუსეთს აიძულებენ, უკრაინას კონტრიბუცია გადაუხადოს.
„ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულებს რუსეთს, გადაუხადოს კონტრიბუცია უკრაინას მხოლოდ იმისთვის, რომ მან აღადგინოს ის, რაც რუსეთმა გაანადგურა“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის დაჟინებით მოითხოვს, რუსეთმა უკრაინას რეპარაციები და კონტრიბუცია გადაუხადოს.
მან აღნიშნა, რომ ეს თანხები საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.