არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გარდაიცვალა
მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 73 წლის პრეზიდენტი და აბუ დაბის მმართველი, ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არაბული და ისლამური ქვეყნების ხალხს და მსოფლიოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მისი აღმატებულება შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდება.
ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი მამის, შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანის მემკვიდრე გახდა, რომელიც 1971 წლიდან 2004 წლის 2 ნოემბერს, გარდაცვალებამდე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების პირველი პრეზიდენტი იყო.
ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი წლების განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, რომელიც მას 2014 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუჩნდა. ამის შემდეგ ის საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა და ქვეყნის მეთაური იყო მისი ნახევარძმა, აბუ დაბის პრინცი – მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი.
მოსალოდნელია, რომ სწორედ ის გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.
ალ ნაჰიანების ოჯახის ქონება 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.