კრემლი: მოსკოვი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე უარს არ ამბობს

მოსკოვი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე უარს ამბობს, მაგრამ მისი ჩატარება მომზადების გარეშე შეუძლებელია, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

“აქ პოზიცია არანაირად არ შეცვლილა. თქვენ კარგად იცით რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია: აპრიორი, ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ ის მომზადებული უნდა იყოს”, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ შეხვედრისთვის მზადება შეიძლება და უნდა გამოიხატოს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის, შეთანხმების შემუშავებით, რომელიც შემდგომ უმაღლეს დონეზე დასრულდება“.

პესკოვმა თქვა, რომ „მსგავსი, მოსამზადებელი ქმედებების გარეშე, შეხვედრა ძნელად შესაძლებელია“.

რაც შეეხება დოკუმენტის მომზადებას, პესკოვის თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი არ არის.

„დოკუმენტთან დაკავშირებით, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არანაირი წინსვლა არ არის… ჩვენი პირობები ცნობილია, ნათლად არის ჩამოყალიბებული და ქაღალდზე გადატანილი და ეს ყველაფერი უკრაინულ მხარეს გადაეცა. პასუხი არ არის”, – თქვა დმიტრი პესკოვმა.

იტალიურ Rai 1-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მიუხედავად უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი, “დაცინვის, წამების, სიკვდილით დასჯის” ფაქტებისა, მზად არის – რუს კოლეგას შეხვდეს, ოღონდ “შუამავლების გარეშე და არა ულტიმატუმის ენით, არამედ კონსტრუქციული დიალოგით ესაუბროს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები