რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 900;
ტანკი – 1 205 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 900 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 542 ერთეული;
MLRS – 193 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 88 ერთეული;
თვითმფრინავი – 200 ერთეული;
ვერტმფრენი – 162 ერთეული ;
გემი/ნავი – 13 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 405;
მანქანები და საწვავის
ავზები – 2 042;
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95;
სპეცტექნიკა – 41.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წუხელ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

164 თვითმფრინავი;
125 ვერტმფრენი;
827 უპილოტო საფრენი აპარატი;
304 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 022 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
366 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 479 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
2 832 სპეციალური სამხედრო მანქანა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები