უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას აღმოაჩინეს უძველესი ამფორები, რომლებიც ძველ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით IV-V საუკუნით თარიღდება.

“ბრიგადის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში, საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს, ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 საუკუნეებით დათარიღებული უძველესი ამფორები.

126-ე ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილებით, უძველესი არტეფაქტები გადაეცა ოდესის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ აღმოჩენილ ექსპონატებს სამუზეუმო კოლექციას დაამატებენ“, – წერს თავდაცვის ბრიგადა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები