გიორგი მიქაძე და პროექტი “M F TRONIX” – წარდგენა გაიმართება
13 მაისს, „რესპუბლიკა“ გიორგი მიქაძის პროექტს „Georgian MicrojamZ – M F TroniX”-ს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ელექტროგიტარაზე დაუკრავს დევიდ ფიუზინსკი, ხოლო კლავიშიან საკრავებზე – გიორგი მიქაძე;
ბას-გიტარა – პანაიოტის ანდრეუ; დასარტყამი ინსტრუმენტები – ჯარელ კამპბელი.
სპეციალური სტუმრები იქნებიან: ნინო ქათამაძე, თამადა, მიშო ჯავახიშვილი.
გიორგი მიქაძის პროექტის “M F TRONIX” წარმდგენია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია; პროექტის ორგანიზატორია „ქართული სახელოვნებო სააგენტო“; პროექტის პარტნიორია „რესპუბლიკა“.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით.
მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6.