„ღამე მუზეუმში“ – მწერალთა სახლში მუზეუმის საერთაშორისო კვირეული გაიმართება
16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს. მწერალთა სახლის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, მოინახულოს დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ფონდის საზოგადოებისთვის უცნობი ექსპონატებიც.
18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1977 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს.