ოკუპანტები ზაპოროჟიეში მაროდიორობენ
რუსი ოკუპანტები მელიტოპოლის რაიონში ძარცვით არიან დაკავებულნი.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონული მაგისტრალის გზის სარემონტო პუნქტები გაძარცვეს, ასევე, სოფელ კამენკასა და სოფელ ობილნოეში ასფალტის ქარხნები.
გარდა ამისა, გაძარცვულია ქალაქ მელიტოპოლში, ტოკმაკსა და სოფელ ნოვოპოლტავკაში „ავტომაგისტრალ-სამხრეთის“ ბაზები, ასევე, საწარმოო ბაზა – Altkom Road Construction- ი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge