“რუსეთს კიევზე თავდასხმა ნებისმიერ წამს შეუძლია” – ვიტალი კლიჩკო

რუსეთს კიევის ხელში ჩაგდების გეგმაზე უარი არ უთქვამს და, შესაბამისად, რთულია იმ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც თავიანთ სახლებში ბრუნდებიან.

ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ​ CNN-ს განუცხადა.

მერმა ასევე გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გამო.

კლიჩკოს თქმით, უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მთავარ სამიზნედ რჩება. ის სახლებში დაბრუნებულ, კიევის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„სანამ უკრაინაში ომია, ჩვენ ვერცერთ უკრაინელს ვერ მივცემთ უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება, მოხდეს.

მისი თქმით, ”ახლა უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

“დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამხედროები გვიცავენ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რისკი და ჩვენი პარტნიორების გარეშე, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით”, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები