ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 103 მოქალაქეს უკრაინის ჯარში გაწევრიანების უფლება მისცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა თავისი ქვეყნის 103 მოქალაქეს უკრაინის არმიაში გაწევრიანების უფლება მისცა.
ამის შესახებ Twitter-ში მისმა სპიკერმა, ირჟი ოვჩაჩეკამ დაწერა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ხელი ქვეყნის პრემიერმა, პეტრე ფიალამ უნდა მოაწეროს.
მარტის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 600-ზე მეტი ჩეხი, მოხალისედ უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდა.
ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაესაჯა ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან.
10 მაისს ჩეხეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო, საბჭოდან გააძევეს.