რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ თვეში 13 მილიარდი დოლარით შემცირდა

რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა, 1-ელი მაისის მდგომარეობით, 593 052 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 1-ელი აპრილის მონაცემთან შედარებით 2,2%-ით ან 13,3 მილიარდით ნაკლებია.

ამის შესახებ “რუსეთის ბანკის” ინფორმაციაშია ნათქვამი.

პირველი აპრილის მდგომარეობით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა 606 409 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უკრაინაში რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, დასავლეთის ანტირუსული სანქციების გამო, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის ოქროს და სავალუტო რეზერვები გაიყინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები