„ცუდი გზები“ (დონბასის ომის ქრონიკებიდან) – ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართება
13, 14, 15 მაისს, 19:00 საათზე, ახმეტელის თეატრში სპექტაკლის – „ცუდი გზების“ (დონბასის ომის ქრონიკებიდან) პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული – ის, თუ როგორ შეიძლება ომმა ჩვენ გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვალოს…
ნაწყვეტი სპექტაკლიდან: „ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით დონბასს, გადაყირავებულ და გადაბუგულ სახლებს ჩავუარეთ, გზები დანგრეულია და მე ვფიქრობ – როგორი გაუბედურებულია ყველაფერი“. ..
უკრაინელი დრამატურგის ნატალია ვოროჟბიტის პიესის მიხედვით სპექტაკლი დადგა ირაკლი გოგიამ.
მხატვარი: ანა ქობულაშვილი, ირაკლი ბილისეიშვილი;
რეჟისორის ასისტენტი: გიორგი ყაულაშვილი;
მთ. როლებში: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა;
როლებში: მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე.
სპექტაკლში გამოყენებულია ჯგუფ „Dakhabrakha“ – ს მუსიკალური ვარიაციები.