“პანდემიამდელ მაისთან შედარებით, 20%-იანი ზრდა გვაქვს” – “ლოპოტა სპა რეზორტი”

სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტული სტატისტიკით კმაყოფილია და ტურისტულად აქტიურ სეზონზე უფრო მეტი ტურისტის მოლოდინშია. “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი, მაკა ღვლივიშვილი ამბობს, რომ 2019 წლის მაისის შედეგებს სტუმრების მხრივ უკვე 20%-ით აჭარბებენ.

“ამ დროისათვის, არსებული პერიოდიდან გამომდინარე, ძირითადად ბოლო წუთის ჯავშნები შემოდის. აქედან გამომდინარე, დატვირთულობა საკმაოდ ნორმალური გვაქვს. შიდა ბაზარი აქტიურია როგორც ინდივიდუალური, ასევე, კორპორატიული ჯავშნების მხრივ. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან საკმაოდ აქტიურია არაბული ქვეყნები და ასევე დსთ-ის სივრცის ქვეყნები. მაისშიც კი შარშანდელთან შედარებით ზრდა სახეზეა. ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, რომ საზღვარგარეთ ემოგზაურა. წელს ის ქართველი მომხმარებელი, რომელიც შარშან გვყავდა, საერთაშორისო სეგმენტი უკვე ჩანაცვლდა. იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან მეტი ტურისტის მოზიდვა შევძლოთ ყველა მიმართულებით გვაქვს ციფრული მარკეტინგული კამპანიები გაშვებული, სადაც საქართველოს პირდაპირი ფრენები გაქვს. რაც შეეხება 2019 წლის მაისს, 2022 წლის მაისთან შედარებით ზრდა 20%-ია”, – განმარტავს “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები