”როგორც არასდროს, ისე მსურდა, მეცოცხლა” – მარიუპოლიდან ევაკუირებული გოგონას ემოციური ისტორია

მარიუპოლიდან ევაკუირებული ალინა კოზიცკა ყვება, რომ გამოსვლისას ქალაქი იყო გატეხილი, სევდიანი და დაღლილი. თუმცა, აღნიშნა, რომ მარიუპოლი მთელი ძალით იდგა, ისევე, როგორც ხალხი. ალინას ისტორიას მარიუპოლის საკრებულო ტელეგრამ არხზე აქვეყნებს.

მისი თქმით, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის აღდგენაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკრაინის დროშა იქნება.

“მარიუპოლში სიბნელეა მაშინაც კი, როცა მზეა, მაგრამ ქალაქი დგას, მაგრამ ქალაქი დგას. თვალცრემლიანი ვმართავდი მანქანას. მჯერა, რომ ოდესმე ისევ მსუბუქი, მყუდრო და მხიარული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავბრუნდებით მარიუპოლში. მე მჯერა, რომ ევროპა დაეხმარება მას აღდგენაში. მსურს, მონაწილეობა მივიღო ქალაქის აღდგენასა და მის შემდგომ განვითარებაში. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის დროშის ქვეშ იქნება”, – ამბობს ალინა

ის ყვება, რომ მისთვის ყველაზე რთული დღე ქალაქში 10 მარტს იყო, როდესაც მის საცხოვრებელთან ჩამოაგდეს ბომბები.

ალინას თქმით, მაშინ ისე, როგორც არასდროს, სურდა, ეცოცხლა.

“ყველა ფანჯარა ჩამოინგრა, ჭერი ჩამოიშალა, გაოგნებული დავრჩი, როდესაც გამოჩნდა შანსი გარეთ გამოვსულიყავი ხალხის ძებნა დავიწყე. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა ხედავ თუნდაც ბინძურ, სევდიან, მაგრამ ნაცნობ სახეებს”, – ყვება ალინა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები