დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს” გამართავს
დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.
ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: • საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი • გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის • ბიზნესისთვის საჭირო სერვისები • ყიდვის ახალი გამოცდილება • ქართული ენის ტრანსფორმაცია • სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh R