გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 157-მა წევრმა დაუჭირა, 23-მა კი თავი შეიკავა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს, 17 მაისს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ქვეყანა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას 93 მომხრე და 24 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ამასთან, 56-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები