გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი 93-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 56-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასემბლეის განცხადებით, „ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება  შეუჩერდება საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას ჩაიდენს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები