გაერო: ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის 8 მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულად იქცა

გაერო-ს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის 8 მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულად იქცა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ხაზს უსვამს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, თავშესაფრის საჭიროებას, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდეს საჭიროებას.

”იძულებით გადაადგილებულთა და ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებები საათობრივად იზრდება”, – თქვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ვიტორინომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები