ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთი ბრალდება გაჟღერდა და, საბოლოოდ, გაირკვა, რომ არცერთ ამ ბრალდებას საფუძველი არ ჰქონდა
არ არის ღირსეული საქციელი, როდესაც ხელისუფლება ფეიკებით ცდილობს სხვა ხელისუფლების, სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთი ბრალდება გაჟღერდა და, საბოლოოდ, გაირკვა, რომ არცერთ ამ ბრალდებას საფუძველი არ ჰქონდა.
“უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ეს იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებით. არაერთი ასეთი ბრალდება გაჟღერდა და საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ არც ერთ ამ ბრალდებას საფუძველი არ ჰქონდა. ამ ბრალდებების უკან იკითხებოდა აშკარა პოლიტიკური ინტერესი, რომელიც შემდეგ არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა და სხვებმაც ცხადად გააჟღერეს. მათი ინტერესია, საქართველო იყოს ჩართული ომში. არ არის ღირსეული საქციელი, როდესაც ხელისუფლება ფეიკებით ცდილობს სხვა ხელისუფლების, სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.