“ან ნიკოლ ფაშინიანი გადადგება, ან წინააღმდეგობის მოძრაობა ქვეყნის პარალიზებას მოახდენს” – ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა

ერევანში წინააღმდეგობის მსვლელობა განახლდა.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დღევანდელი მსვლელობა და აქციები ოთხი მიმართულებიდან დაიწყება.

19:00 საათზე საფრანგეთის მოედანზე მიტინგი გაიმართება.

როგორც სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა, ან ნიკოლ ფაშინიანი არეულობის გარეშე გადადგება, ან წინააღმდეგობის მოძრაობა ქვეყნის პარალიზებას მოახდენს.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის ერთი გზა არსებობს – აუცილებელია პროტესტი და დაუმორჩილებლობა გაგრძელდეს.

იშხან საღათელიანმა ​დღევანდელ გეგმებთან დაკავშირებით გუშინ სამთავრობო შენობების ბლოკირება არ გამორიცხა.

„ხვალ, პირველ ყოვლისა, ვაცხადებთ მუშათა და სტუდენტთა გაფიცვას. მეორე, ყველას ქუჩაში კიდევ ერთი მოქალაქე გამოჰყავს. თუ ხვალ დავიწყებთ დაუმორჩილებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დავბლოკავთ სახელმწიფო და სამთავრობო შენობებს – ხელისუფლებას საბოლოოდ დავაჩოქებთ“, – თქვა საღათელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები