კახა კალაძე: უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
„უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფენ, რომ მკურნალობის შემდეგ ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს.