მექსიკაში წელს უკვე მეათე ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში, ვერაკრუსის შტატში საინფორმაციო პორტალ El Veraz-ის მფლობელი, ესენია მოლინედო ფალკონი და ამავე გამოცემის ფოტოგრაფი, შეილა გარსია მოკლეს.

როგორც Twitter-ში შტატის გუბერნატორმა, კუიტლაუაკ გარსიამ დაწერა, მკვლელების დასაკავებლად კოორდინებული ოპერაცია მიმდინარეობს.

“კოსოლეაკაკის მუნიციპალიტეტში ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა – ვერაკრუსში ასეთი დანაშაულებები არ დაიფარება და არ დაიშვება”, – წერს გარსია.

მოლინდო მეათე ჟურნალისტია წლის დასაწყისიდან, რომელიც მექსიკაში მოკლეს.

უფლებადამცველ ორგანიზაცია”Articulo 19″-ის მონაცემებით, 2021 წელს მექსიკაში შვიდი ჟურნალისტი მოკლეს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები