ჰავანაში სასტუმროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ჰავანაში სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ კუბის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
აღინიშნება, რომ ამჟამად საავადმყოფოში 18 პაციენტი რჩება, 6-ის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ორი ბავშვია; 36 გაწერილია.
ჰავანაში აფეთქება 6 მაისს, დილით სასტუმრო Saratoga-ში მოხდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა, დაზიანდა 17 მეზობელი შენობა, მათ შორის, სკოლა.
მომხდარის წინასწარი ვერსიაა საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვა და შემავსებელი ავზის აფეთქება.
ხელისუფლებამ მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა.