„შენ ხარ და კმარა“ – ჯუბა ღებელის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
11 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში პოეტ ჯუბა ღებელის ახალი კრებულის „შენ ხარ და კმარა“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, კრებულში ყველა ლექსი, ათასზე მეტი სტრიქონი სიყვარულზეა.
წიგნის რედაქტორია ქეთევან დუმბაძე,, მხატვარი თიკო ჟღენტი.
პოეტი და მთარგმნელი ჯუბა ღებელი, ჯუმბერ გოგრიჭიანი დაიბადა სოფელ ღებში (ონის მუნიციპალიტეტი), მიიღო სპეციალური სარეჟისორო განათლება და რამდენიმე წელი მუშაობდა საზოგადოებრივ არხზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურული გადაცემის შექმნაში, შემდეგ მუშაობა განაგრძო მწერალთა ეროვნულ აკადემიაში მენეჯერად. პირველი ლექსი – „სამშობლო“ – გამოაქვეყნა 1983 წელს ონის რაიონულ გაზეთში – „განთიადი“.
ჯუბა ღებელი არის ექვსი პოეტური კრებულის ავტორი: „ლანდების ლხინი“, „მშვიდობით, ძვირფასო ლედი“, „სიტყვის სასაფლაოზე“. „ანბანასხმულები“, „შემოაღამდათ პოეტებს გზაში“, „შენ ხარ და კმარა“.