Bloomberg: რუსეთში 1994 წლის შემდეგ ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან
დასავლური სანქციების გაძლიერების ფონზე, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ღრმა ვარდნას ელოდება, რომელიც მას ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონია.
ამის შესახებ Bloomberg-ი სამინისტროს შიდა პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ წელს რუსეთის მშპ 12%-ით შემცირდება.
ამ შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე სერიოზული ვარდნა 1994 წლის შემდეგ, როდესაც ინდექსი 12,6%-ით დაეცა.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ თუ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი გამართლდება, ეს უკანასკნელი ათი წლის ეკონომიკურ ზრდას გააბათილებს.