“რუსეთს მართვადი საბრძოლო მასალების შევსებასთან უკვე პრობლემები აქვს” – პენტაგონი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მის სამხედრო-სამრეწველო ბაზას მნიშვნელოვანი ზარალი უკვე მიადგა, რაც არმიისთვის მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალების მარაგების შევსებას ართულებს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უკვე გამოიყენეს ბევრი, მაღალი სიზუსტის იარაღი. ისინი აგრძელებენ მარიუპოლის დაბომბვას არამართვადი რაკეტებით. ამიტომ, მათ აქვთ პრობლემები მართვადი საბრძოლო მასალების შევსებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ სანქციებმა და საექსპორტო კონტროლმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ელექტრონულ კომპონენტებს, გავლენა მოახდინა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის შესაძლებლობებსა და მარაგების შევსების უნარზე“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუს სამხედროებს უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ. მან ასევე თქვა, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ნიშანს, რომ, “9 მაისის მიუხედავად”, რუსეთს მეტი ძალების მობილიზება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები