ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხში პროგრესი მიღწეულია
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხში პროგრესი მიღწეულია, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა.
როგორც ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ის რეგიონულ ლიდერებთან ვიდეოკონფრენეციას მოწვევას გეგმავს.
„დღევანდელ საღამოს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დისკუსია სასარგებლო იყო სანქციებთან და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში.
ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ საჭიროა შემდგომი სამუშაოები. მე მოვიწვევ ვიდეოკონფრენეციას რეგიონულ მოთამაშეებთან სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.