აშშ-ის ელჩი გაეროში: პუტინმა აღიარა, რომ მას არ აქვს გამარჯვება აღსანიშნავი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას არ აქვს გამარჯვება აღსანიშნავი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა CNN-ს განუცხადა.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რუსეთის ლიდერმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თავისი სიტყვით გამოსვლა არ გამოიყენა უკრაინიდან გასვლის გამოცხადებისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის ომი გაგრძელდება.
„მისი მცდელობები უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო უკრაინაში შესვლა, რამდენიმე დღეში დაჩოქება და ჩაბარება. თუმცა, კონფლიქტი ნამდვილად არ დასრულებულა“, – აღნიშნა თომას-გრინფილდმა.